სალაჰი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე: "ლივერპულში ყველას რეალთან შეხვედრა უნდოდა"
"ლივერპულის" თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა ახსნა, რატომ სურდა მერსისაიდულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალთან" შეხვედრა.
"ლივერპულში" ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველას "რეალთან" დაპირისპირება უნდოდა. არ ვიცი, რატომ არ შეიძლება ამაზე ლაპარაკი. ასეთ რაღაცებს მშვიდად ვიღებ. ეს მატჩი მინდოდა! მსურდა, რომ "რეალთან" გვეთამაშა და არა "მანჩესტერ სიტისთან".
"რა თქმა უნდა, ამას ზედმეტ დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. "რეალი" წარმოუდგენელი გუნდია, შესანიშნავი მწვრთნელით და ბრწყინვალე ფეხბურთელებით. როცა მკითხეს, თუ ვის წინააღმდეგ ვისურვებდი თამაშს, ვთქვი: "რეალის". მარტივი არჩევანი იყო", - ციტირებს ეგვიპტელის სიტყვებს Sky Sports-ი.
მოგეხსენებათ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალში "ლივერპულმა" "ვილიარეალი" დაამარცხა, ხოლო "რეალმა" "მანჩესტერ სიტის" აჯობა.
მერსისაიდელებისა და მადრიდელების ფინალური დაპირისპირება 28 მაისს, პარიზში, "სტად დე ფრენსზე" გაიმართება.