ასეთ კლუბს არ შეშვენის — მანჩესტერ იუნაიტედი ამ სეზონს ორი ისტორიული ანტირეკორდით დაასრულებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში დაგროვებული ქულებისა და გაშვებული გოლების რაოდენობით ანტირეკორდებს დაამყარებს.
ასე და ამგვარად, "ბრაიტონთან" (0:4) მარცხის შემდეგ მანიკუნიანელთა აქტივში 37 ტურში მოპოვებული 58 ქულაა.
შედეგად, ამ სეზონში "იუნაიტედი" მაქსიმუმ 61 ქულას მოუყრის თავს, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.
წინა ანტირეკორდი 2013/14 წლების სეზონში დამყარდა - მაშინ მანიკუნიანელებმა 64 ქულა დააგროვეს.
გარდა ამისა, მიმდინარე გათამაშებაში "ემიუს" 56 გოლი გაუტანეს. 2018/19 წლებში გუნდმა 54 ბურთი გაუშვა - 7 მაისამდე ანტირეკორდი ეს მაჩვენებელი გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ სეზონის ბოლო მატჩში რალფ რანგნიკის შეგირდები "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდებიან. მატჩი 22 მაისს გაიმართება.