რანგნიკი: "კოშმარულად ვითამაშეთ, ასეთი დამამცირებელი მარცხისთვის მხოლოდ პატიება შეიძლება ითხოვო"
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა პრემიერ ლიგის 36-ე ტურში "ბრაიტონთან" (0:4) განცდილი მარცხის შემდეგ განცხადება გააკეთა.
"კოშმარულად ვითამაშეთ. პირველიდან ბოლო წუთამდე საკმარისი არაფერი გაგვიკეთებია. ასეთი დამამცირებელი მარცხისთვის მხოლოდ პატიება შეიძლება ითხოვო".
"მეტოქეს უბრალოდ ზედმეტად დიდ დროს ვაძლევდით და ბევრ თავისუფალ სივრცეს ვტოვებდით. ხაზებს შორის გადაცემების გაკეთებაში ხელს ვერ ვუშლიდით".
"ფეხბურთელებს ვეუბნებოდი, რომ რაც შეიძლება კომპაქტურად უნდა ემოქმედათ, მაგრამ მეტოქე ვერ შევაჩერეთ. არა მგონია, რომ თამაშის გეგმა დააიგნორეს, უბრალოდ არ გამოუვიდათ".
"როცა ასეთი ტექნიკური მეტოქის წინააღმდეგ ძალიან ბევრ თავისუფალ სივრცეს ტოვებ, დაგსჯიან", - ციტირებს რანგნიკის სიტყვებს Sky Sports-ი.