ავტორიზაცია

კონტე: "სასიამოვნოა, რომ ტოტენჰემის ფეხბურთელები ენფილდზე ვერმოგებით იმედგაცრუებულები არიან"

კონტე: "სასიამოვნოა, რომ ტოტენჰემის ფეხბურთელები ენფილდზე ვერმოგებით იმედგაცრუებულები არიან"
თარიღი 08 მაი 2022, 11:42

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრემიერ ლიგის 35-ე ტურში "ლივერპულთან" (1:1) გამართული მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.

"კარგი შედეგია. მატჩის ბოლოს გამარჯვების მოპოვების შესანიშნავი შესაძლებლობა გვქონდა", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.

"ლივერპულის" წინააღმდეგ თამაში რთულია, საქმე ბრწყინვალე, ენერგიულ გუნდს ეხება. განსაკუთრებით რთულია "ენფილდზე": იქ ძალიან დიდი ხმაურია, შთამბეჭდავი ატმოსფეროა".

"ამავდროულად, კარგად მოვემზადეთ, საიმედოდ ვიცავდით თავს და მეტოქეებს ჩვენს კართან მომენტების შექმნის საშუალებას არ ვაძლევდით. ბურთთან ერთად უკეთესად მუშაობა შეგვეძლო, თუმცა "ლივერპულის" პრესინგის დაძლევა ადვილი არ არის".

"ვფიქრობ, ჩვენმა გუნდმა შესამჩნევად მოუმატა. არ დაგავიწყდეთ, ნოემბერში მოვედი და ფეხბურთელებისთვის ცოდნის გადასაცემად ყოველდღე თავდაუზოგავად მუშაობაა საჭირო".

"ფეხბურთელები იმედგაცრუებულები არიან და გრძნობენ, რომ "ენფილდზე" გამარჯვება შეეძლოთ, ამის ხილვა კი სასიამოვნოა. კარგად ვიასპარეზეთ, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია უკეთესები გავხდეთ", - დასძინა კონტემ.