ხავი: "ტიტულებისთვის ბრძოლას უკეთესად თამაში და სტაბილურობა სჭირდება, ამ ასპექტში უნდა მოვუმატოთ"
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ ლა ლიგის 35-ე ტურში "ბეტისთან" (2:1) გამართული მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.
"უნდა შევადაროთ, რა მდგომარეობაში ვიყავით და რა მდგომარეობაში ვიმყოფებით ახლა. სეზონის მეორე ნახევარში ჩემპიონატის პირველი ათეულის ყველა გუნდი დავამარცხეთ. რთულ შეხვედრებში წარმატებას მივაღწიეთ, ზოგჯერ ბრწყინვალე სტილში".
"ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ საერთო ჯამში ნებისმიერთან შეგვიძლია ბრძოლა. ახლა ისე ვთამაშობთ, როგორც მიჩვეულები ვართ. ბურთს უაზროდ ვკარგავთ, მაგრამ ამას ისინი აკეთებენ, ვისგანაც მოულოდნელია, როგორც წესი. ბოლო თვეებში არასტაბილურები ვართ, ამიტომაც ვერ მოვიგეთ ტიტულები. ამ ასპექტში უნდა მოვუმატოთ".
"მარტივად უნდა ვითამაშოთ. ბურთის დაკარგვის შეგრძნება შემაშფოთებელია, ამიტომაც თუ ბურთს კარგავ, მომდევნო სამ ჯერზე მარტივად უნდა იმოქმედო".
"იმისათვის, რათა ტიტულებისთვის იბრძოლო, უკეთესად თამაშია საჭირო. მაგრამ ვფიქრობ, ეს სეზონი შეიძლებოდა ბევრად უარესი ყოფილიყო. დროა, ყველაფერი დავაფასოთ. უდიდესი ძალისხმევა გავიღეთ. ეს მინიმუმია, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ".
"ჯერ კიდევ ვაწყობთ გეგმებს მომავალი სეზონისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ უკვე ვიცით, რა გვაკლია, რა გვჭირდება. ყველაფერი გულდასმით უნდა დავგეგმოთ".
"ნოემბერში ევროპა ლიგის ზონაშიც კი არ ვიყავით, მაგრამ სიტუაცია შევცვალეთ. შეიცვალნენ თავად ფეხბურთელებიც", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს AS-ი.