"რეალობა ასეთია და სათქმელი არაფერი მაქვს", - პოჩეტინო იმედგაცრუებას ვერ მალავს
"პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო ლიგა 1-ის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოსთვის მებრძოლ პრეტენდენტთა სიაში ვერმოხვედრას გამოეხმაურა.
მოგეხსენებათ, 50 წლის არგენტინელმა პარიზელებს ჩემპიონატი მოაგებინა, მაგრამ ნომინანტთა შორის მაინც არ შეიყვანეს - ეს ლიგის ისტორიაში მეორე შემთხვევაა, როცა ჩემპიონი მწვრთნელი სიის მიღმა დარჩა.
"ვერაფერს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით. ასეთი შემთხვევა ინგლისშიც კი არ მქონია, როცა იურგენ კლოპთან და პეპ გვარდიოლასთან ერთად შემიყვანეს სიაში".
"ასეთია რეალობა და ამაზე სათქმელი არაფერი მაქვს", - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს L'Equipe.
მოგეხსენებათ, სამხრეთამერიკელი სპეციალისტი "პსჟ"-ს სათავეში გასული წლის იანვრიდან უდგას და მისი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.