ანჩელოტი: "თუ რეალი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ეს სეზონი ჩემს კარიერაში საუკეთესო იქნება"
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ თავისი გუნდი შეაქო და მიმდინარე სეზონში ნაჩვენები თამაშით კმაყოფილია.
"არასოდეს ვყოფილვარ სეზონის ამ სტადიაზე ასეთ მდგომარეობაში. ერთ კვირაში ჩემპიონები გავხდით და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით".
"სრული ბედნიერებისთვის, 28 მაისს ჩემპიონთა ლიგის მოგება კარგი იქნებოდა და ამის გაკეთებას ვეცდებით. თუ მოვიგებთ, ჩემს კარიერაში საუკეთესო სეზონი იქნება", - ციტირებს იტალიელი სიტყვებს ESPN-ი.
მოგეხსენებათ, "პაპა კარლო" "სამეფო კლუბს" სათავეში გასულ ზაფხულს ჩაუდგა და 2024 წლის 30 ივნისამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.
გარდა "რეალისა", ანჩელოტის კარიერის მანძილზე "მილანი", "იუვენტუსი", "ჩელსი", "პსჟ" და სხვა კლუბებიც გაუწვრთნია.