ავტორიზაცია

გუტი: "ბენზემა რეალს ბევრს აძლევს, რომელსაც რონალდუს წასვლის შემდეგ გოლები სჭირდებოდა"

გუტი: "ბენზემა რეალს ბევრს აძლევს, რომელსაც რონალდუს წასვლის შემდეგ გოლები სჭირდებოდა"
თარიღი 09 მაი 2022, 10:44

"რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ხოსე მარია გუტიმ გუნდის თავდამსხმელის, კარიმ ბენზემას შესახებ ისაუბრა.

ვეტერანი ესპანელის თქმით, 34 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავი ამ სეზონში ბრწყინვალედ თამაშობს.

"წარმოუდგენლად ნიჭიერია, მაგრამ არ ველოდი, რომ თავს ასე გამოიჩენდა, როგორც ბომბარდირი", - ციტირებს გუტის სიტყვებს Tuttomercatoweb-ი.

"რეალს" ბევრს აძლევს, რომელსაც რონალდუს წასვლის შემდეგ გოლები სჭირდებოდა".

"ბენზემა სუფთა სახით წარმოადგენს ფეხბურთს", - დასძინა მადრიდელთა ყოფილმა ნახევარმცველმა, რომელიც გუნდში 1995 წლიდან 2010 წლამდე ასპარეზობდა.