ავტორიზაცია

ყველა პირობა შეთანხმებულია — ჰოლანდის ტრანსფერი მიმდინარე კვირაში გაოფიციალურდება

ყველა პირობა შეთანხმებულია — ჰოლანდის ტრანსფერი მიმდინარე კვირაში გაოფიციალურდება
თარიღი 09 May 2022, 12:54

როგორც ბრიტანულ მედიაში იწერება, "დორტმუნდის" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ნორვეგიელის ტრანსფერი შეთანხმებულია და ამ კვირაში ოფიციალურად დადასტურდება.

ახალგაზრდა სუპერვარსკვლავმა "ქალაქელებთან" პირადი კონტრაქტის პირობები ჯერ კიდევ გასულ თვეში შეათანხმა.

ძალიან მალე "სიტი" ბორუსიელთა ლიდერის გამოსასყიდი თანხის პუნქტს გააქიუტრებს. ასე და ამგვარად, პრემიერ ლიგის ლიდერს ტრანსფერი 75 მილიონი ევრო დაუჯდება.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ყველა ტურნირზე ერთად 29 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.