ავტორიზაცია

"დარჩება თუ არა ასტონ ვილაში?", - ჯერარდმა კოუტინიოს მომავალზე განცხადება გააკეთა

"დარჩება თუ არა ასტონ ვილაში?", - ჯერარდმა კოუტინიოს მომავალზე განცხადება გააკეთა
თარიღი 09 მაი 2022, 14:02

"ასტონ ვილას" მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ კლუბი ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს შენარჩუნებას გეგმავს.

ამ დროისთვის, ბრაზილიელი ფეხბურთელი "ბარსელონას" საკუთრებაა და ბირმინგემულ გუნდში იჯარით თამაშობს, რომელსაც მისი კონტრაქტის შესყიდვა 40 მილიონ ევროდ შეუძლია.

"დარჩება თუ არა კოუტინიო? ცხადია, ეს ძალიან გვინდა", - ციტირებს ჯერარდის სიტყვებს Diario Sport-ი.

მიმდინარე სეზონში კოუტინიომ "ასტონ ვილას" მაისურით 15 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

ბირმინგემელთა რიგებში ჩატარებული 15 მატჩიდან კოუტინიომ ძირითადში 13 დაიწყო. მისი დებიუტი "მანჩესტერ იუნაიტედთან" (2:2) შეხვედრაში შედგა, სადაც მინდორზე 68-ე წუთზე მოგვევლინა და "ეშმაკუნების" კარის აღებაც მოახერხა.