ავტორიზაცია

"თავს არაკომფორტულად ვიგრძნობდი", - სპეციალისტი, რომელმაც მანჩესტერში ტენ ჰაგის ასისტენტობაზე უარი თქვა

"თავს არაკომფორტულად ვიგრძნობდი", - სპეციალისტი, რომელმაც მანჩესტერში ტენ ჰაგის ასისტენტობაზე უარი თქვა
თარიღი 09 მაი 2022, 14:30

ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, ფრედ რიუტენმა "მანჩესტერ იუნაიტედში" ერიკ ტენ ჰაგის ასისტენტობაზე უარი განაცხადა.

59 წლის მწვრთნელი, რომელსაც აქამდე "ტვენტეში", "შალკეში", "პსვ"-ში, "ვიტესსა" და "ფეიენოორდში" უმუშავია, სამშობლოში დარჩენას გეგმავს, სადაც "პსვ"-ში დაბრუნებას აპირებს რუდ ვან ნისტელროის დამხმარედ.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად რიუტენმა ოჯახური გარემოებები დაასახელა.

"ერიკ ტენ ჰაგმა მთხოვა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი დამხმარე გავმხდარიყავი, მაგრამ უარი ვთქვი. ცხოვრებაში ყველა აკეთებს თავის არჩევანს. ოჯახი მყავს, შვილიშვილები მყავს და მინდა მათ ვხედავდე. ამ ახალ პროექტში თავს არაკომფორტულად ვიგრძნობდი".

"მანჩესტერ იუნაიტედში" მატარებელში ჩაჯდები, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადმოხვიდე. მე კი მსურს, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო, მაგალითად, "პსვ"-ში. კარგია, როცა შვილიშვილები გყავს, რომლებსაც დროდადრო ხედავ და მათთან ერთად ბურთს თამაშობ", - ციტირებს რიუტენის სიტყვებს Sky Sports-ი.