ავტორიზაცია

"ბაიერნი ჰოლანდის მომავალი კლუბი არ იქნება, ამას დანამდვილებით ვამბობ", - მიუნხენელთა დირექტორი

"ბაიერნი ჰოლანდის მომავალი კლუბი არ იქნება, ამას დანამდვილებით ვამბობ", - მიუნხენელთა დირექტორი
თარიღი 09 May 2022, 14:39

"ბაიერნის" დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდისადმი ინტერესს კატეგორიულად უარყოფს.

"ბაიერნი" ჰოლანდის მომავალი კლუბი არ იქნება - ამას დანამდვილებით ვამბობ", - ციტირებს ფუნქციონერის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ნორვეგიელი სუპერვარსკვლავის ყიდვასთან "მანჩესტერ სიტია" ახლოს. მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ყველა ტურნირზე ერთად "დორტმუნდის" მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მოგეხსენებათ, ერლინგს ბორუსიელებთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება და ამჟამად მისი გამოსასყიდი თანხა 75 მილიონ ევროს შეადგენს.