ავტორიზაცია

ბარსელონამ დეპაი ტრანსფერზე დააყენა — ესპანური მედია

ბარსელონამ დეპაი ტრანსფერზე დააყენა — ესპანური მედია
თარიღი 09 მაი 2022, 15:56

"ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავდამსხმელ მემფის დეპაისთან განშორებას გეგმავს, წერს Sport.es-ი.

ცნობილი ესპანური გამოცემის თანახმად, კატალონიური გრანდი მზადაა 28 წლის ფეხბურთელი გაყიდოს და მის სანაცვლოდ მიღებულ თანხას გუნდის გაძლიერებას მოახმარს.

აღსანიშნავია, რომ დეპაის "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება.

შეგახსენებთ, ჰოლანდიელი შემტევი "ბარსელონაში" 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

მიმდინარე სეზონში დეპაიმ ყველა ტურნირზე ერთად კატალონიელთა რიგებში 35 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 2 ასისტიც მიითვალა.