ავტორიზაცია

ხავიმ დაასახელა მიზეზი, რის გამოც ჰოლანდი მანჩესტერ სიტიში გადადის და არა ბარსელონაში

ხავიმ დაასახელა მიზეზი, რის გამოც ჰოლანდი მანჩესტერ სიტიში გადადის და არა ბარსელონაში
თარიღი 09 May 2022, 16:39

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ხავი "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას ეხმაურება.

ნორვეგიელის ტრანსფერი, რომლის შეძენა "ბლაუგრანასაც" უნდოდა, ამ კვირაში ოფიციალურად დადასტურდება.

"ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, რათა სხვა პროექტებისადმი უპატივცემულობა არ გამოვხატო. არა მხოლოდ ჩვენი პროექტია კარგი. "სიტი" ტიტულებს იგებს, იბრძვის მათთვის".

"თუ ნამდვილად "სიტიში" გადადის, მაშინ "ბარსას" ფინანსური სირთულეების გამო, ამაში ეჭვიც არ მეპარება".

"არ მოვიტყუები, ამ ტრანსფერის გაჩარხვა ფინანსური მიზეზებიც გამო რთული იყო", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Mundo Deportivo.