ავტორიზაცია

ორი გრანდი, რომელსაც ჰოლანდმა მანჩესტერ სიტის გამო უარი შეუთვალა

ორი გრანდი, რომელსაც ჰოლანდმა მანჩესტერ სიტის გამო უარი შეუთვალა
თარიღი 09 May 2022, 15:42

"დორტმუნდის" თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა კარიერის "მანჩესტერ სიტიში" გაგრძელება გადაწყვიტა, მიუხედავად "რეალისა" და "ბარსელონას" მხრიდან არსებული ინტერესისა.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Athletic-ი იტყობინება, "ქალაქელთა" ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ 21 წლის ნორვეგიელის ტრანსფერი ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგებაში დაეხმარება.

აქამდე გავრცელებული ცნობით, მხარეებმა ჰოლანდის ტრანსფერი უკვე დახურეს და ეს უკანასკნელი მანჩესტერულ კლუბს ზაფხულში შეუერთდება.

ერლინგმა ბორუსიელებთან კონტრაქტი 2020 წლის დასაწყისში გააფორმა. "დორტმუნდმა" მის სანაცვლოდ "ზალცბურგს" 20 მილიონი ევრო გადაუხადა. როგორც იწერებოდა, 2022 წლის ზაფხულში ახალგაზრდა ფორვარდის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი იქნება.

"დორტმუნდის" მაისურით ჰოლანდმა ყველა ტურნირზე ერთად 88 მატჩი ჩაატარა, 85 გოლი გაიტანა და 23 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. მისი სატრანსფერო ფასი ამჟამად 150 მილიონს შეადგენს.