ავტორიზაცია

"კუ-კუს სათამაშოდ არ მომიყვანია", - ნაპოლის პრეზიდენტმა სპალეტის მომავალზე ისაუბრა

"კუ-კუს სათამაშოდ არ მომიყვანია", - ნაპოლის პრეზიდენტმა სპალეტის მომავალზე ისაუბრა
თარიღი 09 მაი 2022, 22:59

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის მომავალზე ისაუბრა.

„მწვრთნელი - უმაღლესი დონის მუშაკია, რომელიც აქ იმისთვის არ მომიყვანია, რომ „კუ-კუ“ ვეთამაშო. ის იმიტომ მოვიყვანე, რომ მისტერ სპალეტია.

მას აქვს კონტრაქტი და მე სულ ვამბობდი, რომ ეს არის 2-წლიანი ხელშეკრულება, მესამე წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. სპალეტი აქ დარჩება.

რვა თვეა ინტერვიუ არავისთვის მიმიცია, საჭირო იყო ის უკეთ გამეცნო როგორც მწვრთნელი და როგორც ადამიანი.

ჩემი აზრით, მწვრთნელად ის შესანიშნავია, ადამიანურად კი - ძალიან სერიოზული. ეს მაიძულებს იმის თქმას, რომ მიზანში სწორად მოვარტყი.“ - აღნიშნა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონიდან „ნაპოლისთვის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია შეუტევს.