ავტორიზაცია

ბარსას მთავარი სამიზნე ლევანდოვსკია — რამდენად რეალურია ტრანსფერი?

ბარსას მთავარი სამიზნე ლევანდოვსკია — რამდენად რეალურია ტრანსფერი?
თარიღი 10 მაი 2022, 10:40

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის "ბარსელონას" მთავარი სამიზნე "ბაიერნის" თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკია, წერს ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი.

მიუხედავად ამისა, ამ ტრანსფერის გაჩარხვა იოლი არ იქნება. "რეკორდმაისტერს" პოლონელის გაშვება არ უნდა, რომლის კონტრაქტიც 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

თავად 33 წლის ფორვარდი ფიქრობს, რომ მისი კარიერის მიუნხენური ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა და წასვლა უნდა.

"ბარსას" ხელმძღვანელობის აზრით, "ბაიერნთან" შეთანხმება რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი. ლევანდოვსკის ხელში ჩაგდება პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასაც სურს და მთავარ მწვრთნელ ხავისაც.

ფეხბურთელის აგენტი, პინი ზაჰავი ამ ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს. იგი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებების დაწყებაზე "რეკორდმაისტერის" დათანხმება შესაძლებელია, ხოლო კატალონიურ გრანდს არაუმეტეს 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.