ავტორიზაცია

"ლევანდოვსკის ბარსელონაში გადასვლა რეალურია", - მარტინესი

"ლევანდოვსკის ბარსელონაში გადასვლა რეალურია", - მარტინესი
თარიღი 29 აპრ 2022, 18:46

ხავი მარტინესმა რობერტ ლევანდოვსკის ოქროს ბურთის მოგების სურვილზე ისაუბრა: "მე მას გუშინ ველაპარაკე. "ბაიერნის" პრობლემა ის არის, რომ მათ არ აქვთ გამოსყიდვის პუნქტი".

"თუ "ბაიერნს" არ სურს შენი გაყიდვა, ესე იგი პრობლემები გაქვს. ვფიქრობ, არის გარკვეული შესაძლებლობა ლევანდოვსკის "ბარსაში" თამაშის. ვფიქრობ, მას სჯერა, რომ ესპანეთში თამაშისას 1-2 ოქროს ბურთს მოიგებდა".

"ამიტომ, მას სურს ცდა. მას აქვს განცდა, რომ მან ოქროს ბურთი დაიმსახურა. ლა ლიგაში, "ბარსაში" ან მადრიდის "რეალში" თამაში არ არის იგივე, რაც ბუნდესლიგაში თამაში".

"მას მადრიდის "რეალი" ურჩევნია თუ "ბარსა"? მე მას ხვალ ვკითხავ", - თქვა მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა Cadena SER-ის ეთერში საუბრისას.