ავტორიზაცია

"უმაღლესი დონის გუნდია", - ჯერარდმა მსოფლიოს საუკეთესო კლუბი დაასახელა

"უმაღლესი დონის გუნდია", - ჯერარდმა მსოფლიოს საუკეთესო კლუბი დაასახელა
თარიღი 10 მაი 2022, 11:48

"ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელი, სტივენ ჯერარდი "ლივერპულს" მსოფლიოს საუკეთესო კლუბად მიიჩნევს.

"ტოპ დონის გუნდია. ალბათ, ამ დროისთვის მსოფლიოში საუკეთესო. კარგად გვესმის, როგორი გამოწვევა გველოდება", - ციტირებს ბირმინგემელთა დამრიგებლის სიტყვებს BBC.

"არაერთხელ მითქვამს, თუ რამდენად დიდ პატივს ვცემ "ლივერპულის" მწვრთნელსა და მის სამწვრთნელო შტაბს".

"ამ გუნდის ან გეშინია, ან მხრებს ისწორებ და თამაშში შენი მომენტების პოვნას ცდილობ".

"მოედანზე მსოფლიოს ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ შესაძლებელია ისეთი მომენტის პოვნა, როცა მისთვის პრობლემების შექმნა შეგიძლია".

"გვესმის, რა გამოწვევა გველის წინ, მაგრამ მოუთმენლად ველით", - დასძინა ჯერარდმა.

აღსანიშნავია, რომ "ასტონ ვილა" დღეს, 10 მაისს, პრემიერ ლიგის 33-ე ტურის გადადებული მატჩის ეგიდით, "ლივერპულს" უმასპინძლებს.