ავტორიზაცია

"პროცესში აგენტი, კლუბი და თავად ფეხბურთელიცაა ჩართული", - ხავი დემბელეს მომავალზე ალაპარაკდა

"პროცესში აგენტი, კლუბი და თავად ფეხბურთელიცაა ჩართული", - ხავი დემბელეს მომავალზე ალაპარაკდა
თარიღი 10 May 2022, 12:19

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ გუნდის გარემარბის, უსმან დემბელეს შენარჩუნების შანსები შეაფასა.

"მასში ეჭვი არ მეპარება. მაშინაც კი, თუ მეტოქის კართან არ უმართლებს, დიდ ხიფათს ქმნის. მისით ძალიან კმაყოფილი ვარ", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Diario Sport-ი.

"კლუბმა იცის, რას ვფიქრობ მომავალ სეზონთან დაკავშირებით. პროცესში აგენტი, კლუბი, თავად ფეხბურთელიცაა ჩართული. რთული იქნება, მაგრამ ვიმედოვნებ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს", - დასძინა ხავიმ.

მოგეხსენებათ, 24 წლის ფრანგს კატალონიურ გრანდთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.

2021/22 წლების სეზონში დემბელემ ყველა ტურნირზე ერთად "ბარსელონას" ღირსება 30 მატჩში დაიცვა, 2 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.