ავტორიზაცია

"ნამდვილად არ დასუსტდებიან", - კლოპი ჰოლანდის მანჩესტერ სიტიში ტრანსფერს გამოეხმაურა

"ნამდვილად არ დასუსტდებიან", - კლოპი ჰოლანდის მანჩესტერ სიტიში ტრანსფერს გამოეხმაურა
თარიღი 10 May 2022, 14:00

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას გამოეხმაურა.

"ახალი კონტრაქტის გაფორმებისას ვიცოდი, რომ "სიტი" განვითარებას არ შეწყვეტს. ასე რომ, ამ კლუბზე არ იქნება დამოკიდებული, ბედნიერები ვიქნებით თუ არა. ჩვენზე იქნება დამოკიდებული".

"თუ "სიტის" ერლინგ ჰოლანდი შეუერთდება, გუნდი ნამდვილად არ დასუსტდება".

"ვიცი, ახლა ბევრი ფულზე დაიწყებს ლაპარაკს, მაგრამ ეს ტრანსფერი ყველაფერს ახალ დონეზე აიყვანს, მოდით ასე ვიტყვი", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Metro.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ნორვეგიელმა სუპერვარსკვლავმა "მანჩესტერ სიტიში" ტრანსფერის წინ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.