ავტორიზაცია

პოჩეტინოს მსურველი ლა ლიგიდან გამოუჩნდა — L'Equipe

პოჩეტინოს მსურველი ლა ლიგიდან გამოუჩნდა — L'Equipe
თარიღი 10 მაი 2022, 14:34

"პარი სენ ჟერმენის" ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ შესაძლოა "ბილბაო" გაწვრთნას.

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'Equipe ავრცელებს.

პარიზელთა ხელმძღვანელობამ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ არგენტინელი სპეციალისტისადმი რწმენა დაკარგა.

გარდა ამისა, პოჩეტინოს წინააღმდეგ მუშაობს ის ფაქტიც, რომ "პსჟ"-მ გასულ სეზონში ლიგა 1-ის მოგება ვერ მოახერხა. დიდი ალბათობით, ზაფხულში 50 წლის სპეციალისტი კლუბს დატოვებს.

თავის მხრივ, "ბილბაო" მარსელინოს შემცვლელს ეძებს, რომელსაც კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.