ავტორიზაცია

გაირკვა იმ კონტრაქტის პირობები, რომელსაც ჰოლანდი მანჩესტერ სიტისთან გააფორმებს

გაირკვა იმ კონტრაქტის პირობები, რომელსაც ჰოლანდი მანჩესტერ სიტისთან გააფორმებს
თარიღი 10 May 2022, 15:11

ცნობილი გახდა იმ კონტრაქტის დეტალები, რომელსაც ამჟამად "დორტმუნდის" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი "მანჩესტერ სიტისთან" გააფორმებს.

როგორც The Guardian-ი წერს, 21 წლის სუპერვარსკვლავი "ქალაქელთა" რიგებში კვირაში ხელფასის სახით დაახლოებით 350 ათას ფუნტს გამოიმუშავებს.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში "სოლიდური" ბონუსებიც იქნება გათვალისწინებული.

სავარაუდოდ, ნორვეგიელის კონტრაქტი 5 წელზე იქნება გათვლილი.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ყველა ტურნირზე ერთად "დორტმუნდის" მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი პასიც გააკეთა.

TOP.GE