ავტორიზაცია

შეთანხმება ახლოსაა — ბარსელონა 135 მილიონად ნაყიდ კოუტინიოს მიზერული თანხის სანაცვლოდ გაუშვებს?

შეთანხმება ახლოსაა — ბარსელონა 135 მილიონად ნაყიდ კოუტინიოს მიზერული თანხის სანაცვლოდ გაუშვებს?
თარიღი 10 მაი 2022, 15:17

ამჟამად "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო შესაძლოა "ასტონ ვილას" სრულფასოვანი წევრი გახდეს.

როგორც ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, ინგლისურ კლუბს იჯარით დამატებული ბრაზილიელის შესყიდვა 40 მილიონ ევროდ შეუძლია, მაგრამ საბოლოო ჯამში, დიდი ალბათობით, კატალონიელები 15-20 მილიონის მიღებას დათანხმდებიან.

კოუტინიოს საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს, "ბლაუგრანაში" ფილს "ზედმეტ ფინანსურ ტვირთად" მოიხსენიებენ და მისი მოშორება უნდათ.

მოგეხსენებათ, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 29 წლის სამხრეთამერიკელი 2018 წლის იანვარში "ლივერპულიდან" 135 მილიონად დაიმატეს.

მიმდინარე სეზონში ფილიპემ "ასტონ ვილას" მაისურით პრემიერ ლიგის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.