"რეალში ბენზემა ყოველთვის თანაგუნდელების ჩრდილში იყო", - კარამბემ 3 ფეხბურთელი დაასახელა
"რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, კრისტიან კარამბემ მადრიდულ გუნდში თავდამსხმელ კარიმ ბენზემას შეცვლილი როლის შესახებ ისაუბრა.
"როცა შემადგენლობაში კრიშტიანუ რონალდუ, ალვარო მორატა და გონსალო იგუაინი იყვნენ, ბენზემას უჭირდა. ყოველთვის გარშემომყოფების ჩრდილში იყო".
"ახლა კი, როცა მადრიდის "რეალს" სუპერვარსკვლავები აღარ ჰყავს, წინა პლანზე წამოიწია. საუკეთესოებისგან ისწავლა და ლიდერად იქცა", - ციტირებს ვეტერანი ფრანგის სიტყვებს Super Deportivo.
შეგახსენებთ, ბენზემა "სამეფო კლუბს" 2009 წლის ივლისში "ლიონიდან" 35 მილიონ ევროდ შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში 34 წლის ფრანგმა ფორვარდმა ყველა ტურნირზე ერთად 43 მატჩი ჩაატარა, 43 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.