ავტორიზაცია

ატლეტიკოს გულშემატკივარი რეალის უკრაინელ მეკარეს: "აქ თამაშობ, შენი ქვეყანა კი ტირის"

ატლეტიკოს გულშემატკივარი რეალის უკრაინელ მეკარეს: "აქ თამაშობ, შენი ქვეყანა კი ტირის"
თარიღი 10 მაი 2022, 17:42

მადრიდული დერბის წინ, "ატლეტიკოს" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა "რეალის" გოლკიპერს, ანდრეი ლუნინს შეურაცხყოფა მიაყენა.

კვირას, 8 მაისს, "როხიბლანკომ" "ბლანკოსს" უმასპინძლა და იანიკ ფერეირა კარასკოს ზუსტი თერთმეტმეტრიანით ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ლა ლიგაში უკრაინელი კიპერისთვის ეს მატჩი სადებიუტო აღმოჩნდა - არადა, უკვე თითქმის 4 წელი გავიდა, რაც "რეალის" ღირსებას იცავს.

გახურების დროს "ატლეტიკოს" გულშემატკივარმა ხმამაღლა დაიყვირა: "აქ თამაშობ, შენი ქვეყანა კი ტირის". ეს ფრაზა მან რამდენჯერმე გაიმეორა.

"ვანდა მეტროპოლიტანოზე" შეკრებილმა "როხიბლანკოს" ბევრმა გულშემატკივარმა ამ ადამიანის საქციელი დაგმო და უსტვინა.