ავტორიზაცია

ევრა: "ფეხბურთელები მანჩესტერ სიტიში მხოლოდ ფულის გამო მიდიან, რეალს კი ფულიც აქვს და ისტორიაც"

ევრა: "ფეხბურთელები მანჩესტერ სიტიში მხოლოდ ფულის გამო მიდიან, რეალს კი ფულიც აქვს და ისტორიაც"
თარიღი 10 მაი 2022, 17:49

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, პატრის ევრამ "მანჩესტერ სიტი" და "რეალი" შეადარა ერთმანეთს.

"სიტიმ" "რეალის" წინააღმდეგ შეცდომა დაუშვა, ნამდვილად ასეა. გატყდა. "პსჟ"-ს მაგონებს. ეს კლუბები მხოლოდ ფულზე არიან დაფუძნებულნი".

"რეალსაც" აქვს ფული, მაგრამ ისტორიაც გააჩნია. "მანჩესტერ სიტის" კი მხოლოდ ფული აქვს და ფეხბურთელები იქ ამის გამო მიდიან".

"რა თქმა უნდა, ტიტულებს იგებენ, მაგრამ ფეხბურთელი "სიტიზე" არჩევანს მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ იქ მეტს უხდიან", - ციტირებს ვეტერანი ფრანგის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, ევრა "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას 2006 წლიდან 2014 წლამდე იცავდა.