ავტორიზაცია

"მათთან ერთად საშხაპე ოთახში არ შევალ", - ევრამ ვესტ ჰემში მომხდარი ჰომოფობიური შემთხვევა გაიხსენა

"მათთან ერთად საშხაპე ოთახში არ შევალ", - ევრამ ვესტ ჰემში მომხდარი ჰომოფობიური შემთხვევა გაიხსენა
თარიღი 06 მაი 2022, 12:58

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა, პატრის ევრამ "ვესტ ჰემის" ზოგიერთი ფეხბურთელის ჰომოფობიაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ვეტერანი ფეხბურთელი "ჩაქუჩების" ღირსებას 2018 წელს იცავდა და კარიერა სწორედ ლონდონურ კლუბში დაასრულა.

"ფეხბურთელს არ შეუძლია გეი იყოს, ამის გამო ყველა ჭკუიდან შეიშლება. შემიძლია მაგალითი მოვიყვანო. როცა "ვესტ ჰემში" ვთამაშობდი, ინგლისის  ფეხბურთის ფედერაციიდან ჩვენთან ვიღაც მოვიდა და გვითხრა: "ყველა უნდა მიიღოთ". ზოგიერთმა მოთამაშემ თქვა: "არა, თუ გუნდში გეები იქნებიან, უნდა წავიდნენ. მათთან ერთად საშხაპე ოთახში არ შევალ".

"ავდექი და განვაცხადე: "მოკეტეთ, ყველამ მოკეტეთ. თქვენი თავის გესმით?" ასე იყო 2018 წელს და დღემდე ვერ ვეგუებით ამას. საფეხბურთო სამყაროში ხალხი ამ საკითხისადმი საკმარისად გახსნილი არ არის, რაც ძალიან სამწუხაროა".

"შემიძლია გავიგო, თუ რატომ არ აკეთებენ ფეხბურთელები ქამინგ აუთს. მაშინაც კი, როცა გეი ფეხბურთელები ჩემთან მოდიოდნენ, ვეუბნებოდი: "ფრთხილად იყავი, რადგან თუ ამას ხმამაღლა იტყვი, დანარჩენების რეაქციას დაინახავ. მაგრამ მხარს დაგიჭერ. დაგიცავ და მხარს დაგიჭერ, რადგან გასახდელში ავტორიტეტი მაქვს", - დასძინა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელმაც "ვესტ ჰემის" რიგებში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა.