ავტორიზაცია

ევრა: "13 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გავხდი და ამან ჩემს ცხოვრებაზე ძლიერი გავლენა იქონია"

ევრა: "13 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გავხდი და ამან ჩემს ცხოვრებაზე ძლიერი გავლენა იქონია"
თარიღი 28 აპრ 2022, 21:14

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა, პატრის ევრამ ბავშვობაში გადატანილი სექსუალური ძალადობა გაიხსენა.

გასულ წელს ვეტერანმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ 13 წლის ასაკში მასწავლებლის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამ უკანასკნელმა პატრისის პენისი პირში ჩაიდო.

ევრამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა გავლენა მოახდინა ამ ეპიზოდმა მის ცხოვრებაზე.

"13 წლის ასაკში ჩემზე განხორციელებულმა სექსუალურმა ძალადობამ ჩემს ცხოვრებაზე ძლიერი გავლენა იქონია. უბრალოდ საკუთარი თავის მრცხვენოდა".

"როდესაც ავტორიტეტებისადმი ნდობა გიქრება, - ის კი ჩემი მთავარი მასწავლებელი იყო - აღარავის ენდობი", - თქვა ევრამ BBC-ის გადაცემაში.