ავტორიზაცია

"100%-ით გადაწყვეტილია, რომ მის შემცვლელს დავიმატებთ", - დორტმუნდში ჰოლანდის წასვლას ეხმაურებიან

"100%-ით გადაწყვეტილია, რომ მის შემცვლელს დავიმატებთ", - დორტმუნდში ჰოლანდის წასვლას ეხმაურებიან
თარიღი 10 May 2022, 17:55

"დორტმუნდის" გენერალური დირექტორი, ჰანს-იოაჰიმ ვატცკე გუნდის თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის წასვლას ეხმაურება.

აქამდე გავრცელებული ცნობით, 21 წლის ნორვეგიელი "მანჩესტერ სიტიში" გადასვლასთან არის ახლოს.

"აქ ფეხბურთს უკვე 113 წელია ვთამაშობთ, მათგან 111 კი ერლინგ ჰოლანდის გარეშე ჩავატარეთ", - ციტირებს ბორუსიელთა ფუნქციონერის სიტყვებს Fussball.news-ი.

"რობერტ ლევანდოვსკი გვყავდა, 2014 წელს დაგვტოვა - 2015, 2016, 2017 წლებშიც ვაგრძელებდით თამაშს და დღესაც ვვასპარეზობთ".

"ყველას შეუძლია დარწმუნებული იყოს: თუ ერლინგი დაგვტოვებს, 100%-იანი ალბათობით ახალ ფეხბურთელს ვიპოვით", - დასძინა ვატცკემ.