ავტორიზაცია

გვარდიოლა: "ჰოლანდის ტრანსფერი? სანამ გარიგება საბოლოოდ არ დაიხურება, ვერაფერს ვიტყვი"

გვარდიოლა: "ჰოლანდის ტრანსფერი? სანამ გარიგება საბოლოოდ არ დაიხურება, ვერაფერს ვიტყვი"
თარიღი 10 May 2022, 18:01

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ერლინგ ჰოლანდის შეძენასთან დაკავშირებით ინფორმაციის გახმაურება არ ისურვა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "დორტმუნდის" თავდამსხმელის ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია და მომავალი სეზონიდან იგი "ქალაქელთა" ღირსებას დაიცავს.

"დორტმუნდმა" და "მანჩესტერ სიტიმ" განაცხადეს, რომ არაფერი არ უნდა ვთქვა იქამდე, სანამ გარიგება საბოლოოდ არ დაიხურება".

"ვერ ვილაპარაკებ, ძალიან ვწუხვარ. საუბრის დრო გვექნება", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს BBC-ი.

მიმდინარე სეზონში 21 წლის ჰოლანდმა ყველა ტურნირზე ერთად "დორტმუნდის" მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი პასიც გააკეთა.

TOP.GE