ავტორიზაცია

ოფიციალურად: მანჩესტერ სიტიმ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი დაადასტურა

ოფიციალურად: მანჩესტერ სიტიმ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი დაადასტურა
თარიღი 10 მაი 2022, 21:31

„მანჩესტერ სიტიმ“ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ინგლისური კლუბი ადასტურებს, რომ „ბორუსია დორტმუნდთან“ შეთანხმებას მიაღწია და ნორვეგიელი ფორვარდი „სიტის“ 2022 წლის 1 ივლისიდან შეუერთდება.

„ქალაქელები“ ჰოლანდის სანაცვლოდ მის გამოსასყიდ თანხას, 60 მილიონ ევროს გადაიხდიან, მიუხედავად იმისა, რომ პრესაში 75 მილიონის შესახებ იწერებოდა.

როგორც ცნობილია, ჰოლანდის ხელფასი კვირაში 375 ათასი იქნება, რაც მას კევინ დე ბრუინთან „სიტის“ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.

„ბორუსიას“ შემტევმა „სიტისთვის“ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ტრანსფერი ოფიციალურად ამის შემდეგ დადასტურდა.