ავტორიზაცია

"თავის გამართლება სცადა", - კონტემ კლოპს უპასუხა

"თავის გამართლება სცადა", - კონტემ კლოპს უპასუხა
თარიღი 10 მაი 2022, 23:32

ანტონიო კონტემ იურგენ კლოპს უპასუხა, რომელმაც „ტოტენჰემთან“ მატჩის შემდეგ მეტოქის დაცვითი სტილი გააკრიტიკა.

„იურგენი ძალიან ჭკვიანი და ინტელიგენტური ადამიანია. მწვრთნელებს მატჩის შემდეგ უჭირთ, უწევთ ცივსისხლიანობის შენარჩუნება, ზოგჯერ ეს ძალიან რთულია. თუ გახსოვთ, რამდენჯერ ვყოფილვარ იმედგაცრუებული შედეგებით, საკუთარი თავით, ფეხბურთელებითაც.

იურგენს პატივს ვცემ და ვიცი, რომ ისიც ანალოგიურს გრძნობს ჩემს მიმართ. ეს კარგი შანსია მისთვისაც და ჩემთვისაც გასააზრებლად, რომ მატჩის დროს არ არის საჭირო მეტოქეზე ლაპარაკი. მნიშვნელოვანია ყურადღების საკუთარ გუნდზე გამახვილება.

თამაშის შემდეგ ცოტა იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ ამავდროულად ყველა მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანია ყურადღების საკუთარ გუნდზე გამახვილება და არა მეტოქეზე. 

ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ცდილობთ თავი გაიმართლოთ ან ალიბი მოიძებნოთ, იმიტომ რომ თქვენი სამუშაო არასწორად შესრულდა.“ - აღნიშნა იტალიელმა.