ავტორიზაცია

"მეგონა, ხეების უკან ფოტოგრაფები იმალებოდნენ, ამიტომაც ბიჭებს შორტები ჩავახდევინე", - ლიპის სახალისო ისტორია

"მეგონა, ხეების უკან ფოტოგრაფები იმალებოდნენ, ამიტომაც ბიჭებს შორტები ჩავახდევინე", - ლიპის სახალისო ისტორია
თარიღი 11 მაი 2022, 12:34

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მარჩელო ლიპიმ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას მომხდარი სახალისო შემთხვევა გაიხსენა.

"გერმანიასთან ნახევარფინალური მატჩის წინა დღეს, დილით, დორტმუნდის მახლობლად ვვარჯიშობდით და ახლომდებარე ხეებიდან წამოსული სინათლე შევამჩნიე. ვიეჭვე, რომ ვიღაც ფოტოგრაფები (ჯაშუშები) იყვნენ ჩასაფრებულები და ჩვენს ტაქტიკაზე გარკვეული ინსაიდერული ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენ".

"ამიტომაც, ჩემს ფეხბურთელებს ამის შესახებ ვუთხარი, შემდეგ კი ყველა მათგანს ხეებისკენ ზურგით დადგომა, დახრა და შორტების ჩახდა ვთხოვე".

"ეს გააკეთეს და ყველამ ვიცინეთ. არცერთი ფოტო არ გამოქვეყნებულა, ეს ფაქტი კი იმაზე მიუთითებს, რომ იქ ფოტოგრაფი არ ყოფილა, მაგრამ მაინც გავერთეთ, რაც გამარჯვებული გუნდისთვის აუცილებელი ელემენტია. მხოლოდ ტექნიკური ხარისხი არ არის საკმარისი, თუ გუნდში ჰარმონია არ სუფევს", - ციტირებს ლეგენდარული სპეციალისტის სიტყვებს Tuttosport-ი.

მოგეხსენებათ, "სკუადრა აძურამ" ზემოთნახსენებ შეხვედრაში გერმანია დამატებით დროში ანგარიშით 2:0 დაამარცხა, ფინალში კი საფრანგეთს (1:1 - ძირითადი დრო) პენალტების სერიაში მოუგო - 5:3.