"ჰოლანდი გუნდის თამაშს სრულიად ახალ განზომილებას შესძენს", - მანჩესტერ სიტის ექს-ფეხბურთელი

"მანჩესტერ სიტის" ყოფილი მცველი, მიკა რიჩარდსი "ქალაქელთა" რიგებში "დორტმუნდის" ფორვარდის, ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერს გამოეხმაურა.
"ჩემი პირველი რეაქცია, როცა გავიგე, "მანჩესტერ სიტიმ" ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი შეათანხმა, იყო უბრალოდ "ვაუ!".
"არ მინდა ვთქვა, რომ სწორედ ის აკლდა გუნდს, რადგან "სიტი" ბოლო სეზონებში ნებისმიერ შემთხვევაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, ძირითადად გამოკვეთილი თავდამსხმელის გარეშე, მაგრამ გუნდის თამაშს ერლინგი სრულიად ახალ განზომილებას შესძენს".
"მახსოვს, როცა გასულ სეზონში "სიტიმ" "დორტმუნდი" დაამარცხა, ჰოლანდმა რუბენ დიაში გაანადგურა და იქამდე არასოდეს მქონდა ნანახი, რომ მისთვის ვინმეს ასეთი რამ გაეკეთებინოს".
"ყოველ ჯერზე, როცა მის თამაშშ ვუყურებ, შეტევებს სასაცილოდ კარგად ასრულებს. "სიტი" ზედმეტად ბევრ მომენტს აფუჭებს და ჯერ კიდევ ამ აზრზე ვარ, თუმცა მოედანზე ჰოლანდის ყოფნის დროს ეს ძალიან იშვიათად მოხდება. მხოლოდ ბუნდესლიგაში არ აქვს შესანიშნავი სტატისტიკა - ჩემპიონთა ლიგაზეც ასეთი შთამბეჭდავია", - ციტირებს რიჩარდსის სიტყვებს BBC-ი.