კოუტინიოსთვის ბრძოლაში პრემიერ ლიგის კიდევ ერთი კლუბი ჩაერთო და ასტონ ვილაზე მეტს იხდის — GOAL.COM
"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი "ასტონ ვილას" შემტევი ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო პრემიერ ლიგის კიდევ ერთი კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა.
ასე და ამგვარად, გავლენიანი გამოცემა Goal.com-ის ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელისადმი ყურადღებას "ნიუკასლი" იჩენს.
გავრცელებული ინფორმაციით, "კაჭკაჭები" კატალონიური გრანდის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მაგრამ ესმით, რომ უპირატესობა "ასტონ ვილას" ენიჭება.
როგორც იწერება, "ნიუკასლის" ხელმძღვანელობა მზად არის 29 წლის სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გაიღონ, როცა ბირმინგემელებს მხოლოდ 15-20 მილიონის გადახდა სურთ.
კოუტინიო "ასტონ ვილას" გასულ ზაფხულს შეუერთდა იჯარით. ამ დროის განმავლობაში მან ბირმინგემული გუნდის მაისურით პრემიერ ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.