ავტორიზაცია

ლაპორტის ხუმრობა სიტიში ჰოლანდის ტრანსფერზე: "ბედნიერი ვარ, რომ ამ ბიჭის უკან სირბილი არ მომიწევს"

ლაპორტის ხუმრობა სიტიში ჰოლანდის ტრანსფერზე: "ბედნიერი ვარ, რომ ამ ბიჭის უკან სირბილი არ მომიწევს"
თარიღი 11 მაი 2022, 13:50

"მანჩესტერ სიტის" მცველმა, აიმერიკ ლაპორტმა "ქალაქელთა" რიგებში ერლინგ ჰოლანდის გადასვლასთან დაკავშირებით იხუმრა.

მოგეხსენებათ, ინგლისურმა კლუბმა "დორტმუნდიდან" ნორვეგიელი თავდამსხმელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

"ბედნიერი ვარ, რომ უახლოესი რამდენიმე წელი ამ ბიჭის უკან სირბილი არ მომიწევს. კეთილი იყოს შენი მოსვლა, ერლინგ!", - წერს ესპანელი უკანახაზელი სოციალურ ქსელში.

გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის სუპერვარსკვლავი "სიტისთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი ყოველკვირეული ხელფასი დაახლოებით 375 ათასი ფუნტი იქნება.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა, რომელიც ბორუსიელთა ღირსებას 2019 წლის იანვრიდან იცავდა, ყველა ტურნირზე ერთად 29 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.