ავტორიზაცია

არსენალი ზაფხულში ორი ხმაურიანი ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს — ფაბრიციო რომანო

არსენალი ზაფხულში ორი ხმაურიანი ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს — ფაბრიციო რომანო
თარიღი 11 მაი 2022, 15:13

"არსენალის" ხელმძღვანელობა "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელ გაბრიელ ჟეზუსითა და "ლესტერის" ნახევარმცველ იური ტილემანსით ინტერესდება, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

სავარაუდოდ, "ქალაქელთა" თავდამსხმელი "დორტმუნდიდან" ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის შემდეგ კლუბიდან წავა.

"მეთოფეთათვის" პრიორიტეტული სამიზნე სწორედ 25 წლის ბრაზილიელია. ლონდონელებმა ჟეზუსის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდი უკვე გამართეს.

გარდა ამისა, "არსენალი" "ლესტერიდან" ტილემანსის გადაბირებითაც ინტერესდება. შესაძლოა, 25 წლის ბელგიელი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შესაძლებლობით მოიხიბლოს, თუმცა "მეთოფეებს" ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის საგზური ჯერ არ გაუნაღდებიათ.

Transfermarkt-ის ვერსიით, ამჟამად ჟეზუსი 50 მილიონი ევრო ღირს, ხოლო ტილემანსი - 55 მილიონი.