ავტორიზაცია

"ნამდვილი მხეცია, როცა ფორმაშია", - კლოპმა ჰოლანდის მანჩესტერ სიტიში ტრანსფერი შეაფასა

"ნამდვილი მხეცია, როცა ფორმაშია", - კლოპმა ჰოლანდის მანჩესტერ სიტიში ტრანსფერი შეაფასა
თარიღი 11 მაი 2022, 15:30

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის "მანჩესტერ სიტიში" ტრანსფერს გამოეხმაურა.

მერსისაიდელთა დამრიგებელმა უპასუხა კითხვას, გააძლიერებს თუ არა "ქალაქელებს" ნორვეგიელი სუპერვარსკვლავი.

"შესამჩნევად გააძლიერებს. კარგი ფეხბურთელია", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Daily Mail-ი.

"სიტი" არასოდეს ყოფილა და არც იქნება ის გუნდი, რომელიც ერთი ფეხბურთელის წყალობით იმარჯვებს. მათ განსაკუთრებული სათამაშო სტილი აქვთ".

"ვფიქრობ, ერლინგი უცებ მიხვდება, რომ შორეულ ძელთან ფეხის დადგმით ბევრ გოლს გაიტანს. ეს მოეწონება".

"ნამდვილი მხეცია. "დორტმუნდში" რამდენიმე ტრავმა მიიღო, მაგრამ როცა ფორმაშია, ცხოველია. სამწუხაროდ, ძალიან კარგი ტრანსფერია", - დასძინა კლოპმა.