ავტორიზაცია

"შესაძლოა, ეს იმიტომ თქვა, რომ იუნაიტედში სამუშაოდ მოეწყოს", - გვარდიოლამ ევრას კრიტიკას უპასუხა

"შესაძლოა, ეს იმიტომ თქვა, რომ იუნაიტედში სამუშაოდ მოეწყოს", - გვარდიოლამ ევრას კრიტიკას უპასუხა
თარიღი 11 მაი 2022, 15:40

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მცველის, პატრის ევრას კრიტიკას უპასუხა.

აქამდე, ვეტერანმა ფრანგმა განაცხადა, რომ ესპანელს ხასიათის მქონე ფეხბურთელების გაწვრთნა არ შეუძლია და შემადგენლობაში ლიდერები არ სჭირდება.

"ხასიათის მქონე ფეხბურთელები არ მჭირდება? არ გეთანხმები, პატრის. თავად არ ვთამაშობ. პიროვნებები და კარგი ფეხბურთელები მჭირდება, რათა მათ ითამაშონ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვიქნებოდით იქ, სადაც ახლა ვართ".

"არ წამიკითხავს ის, რაც ევრამ თქვა. კარგი, წარმოუდგენელი ფეხბურთელები მყავდა "ბარსელონაში", "ბაიერნში" და აქ. ხასიათის მქონე ფეხბურთელების კარგი სიის შედგენა შემიძლია. მათ უმრავლესობას მუნდიალი, ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ეროვნული ჩემპიონატები აქვს მოგებული".

"პატრის, აქ რომ იყო, განახებდი, თუ როგორი ხასიათები აქვთ ჩვენს ფეხბურთელებს".

"შესაძლოა, ევრა მართალია. ანდაც შეიძლება, ეს განცხადება იმისათვის გააკეთა, რათა "მანჩესტერ იუნაიტედში" სამუშაოდ მოეწყოს. ახლა ამის კარგი შანსები აქვს", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal.com-ი.