ავტორიზაცია

ანჩელოტიმ რეალში მბაპესა და რუდიგერის შესაძლო ტრანსფერებზე კომენტარი გააკეთა

ანჩელოტიმ რეალში მბაპესა და რუდიგერის შესაძლო ტრანსფერებზე კომენტარი გააკეთა
თარიღი 11 მაი 2022, 16:45

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ "ჩელსის" მცველ ანტონიო რუდიგერისა და "პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, დიდი ალბათობით, ორივე ზემოთნახსენები ფეხბურთელი ზაფხულში მადრიდულ გრანდს შეუერთდება.

"ამაზე სეზონის დასრულების შემდეგ დავილაპარაკოთ. ახლა ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რათა სეზონი კარგად დავასრულოთ", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Mundo Deportivo.

"მესმის, ბევრი განსახილველი თემა არ გაქვთ, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე და მომავალზე საუბარი სწორი არ მგონია. არავისზე არ მინდა ლაპარაკი, გარდა "ლევანტესთან" მოახლოებული მატჩისა, რომელშიც, სხვათა შორის, ტიბო კურტუა, ვინისიუს ჟუნიორი, კარიმ ბენზემა დაბრუნდებიან".

"მომდევნო მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. ახლა მადრიდის "რეალის" შესაძლო შენაძენების თაობაზე საუბრის დრო არ არის", - დასძინა ანჩელოტიმ.