ავტორიზაცია

Bild: ცნობილია მიზეზი, რის გამოც ლევანდოვსკის ბაიერნიდან წასვლა უნდა

Bild: ცნობილია მიზეზი, რის გამოც ლევანდოვსკის ბაიერნიდან წასვლა უნდა
თარიღი 11 მაი 2022, 16:56

"ბაიერნის" თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენური გრანდიდან წასვლის შესაძლებლობას განიხილავს.

როგორც გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ი წერს, პოლონელი ფორვარდი შეშფოთებულია იმით, რომ ხელმძღვანელობა გაურკვევლობაშია და ახალ კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესი არ შეიმჩნევა.

გავრცელებული ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" "დორტმუნდის" შემტევ ერლინგ ჰოლანდის ხელში ჩაგდებისთვის ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ ეს უკანასკნელი "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა.

აღინიშნება, რომ ლევანდოვსკი კლუბის მენეჯმენტით იმედგაცრუებულია და თავს ამ გუნდისთვის ღირებულ ფეხბურთელად ვეღარ გრძნობს. 33 წლის სუპერვარსკვლავს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონში რობერტმა ყველა ტურნირზე ერთად "ბაიერნის" მაისურით 45 მატჩი ჩაატარა, 49 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა.