ავტორიზაცია

ბენზემამ სასამართლოში უჩივლა ულტრამემარჯვენე აქტივისტს, რომელიც მას ტერორისტად მოიხსენიებს

ბენზემამ სასამართლოში უჩივლა ულტრამემარჯვენე აქტივისტს, რომელიც მას ტერორისტად მოიხსენიებს
თარიღი 11 May 2022, 17:21

"რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ ულტრამემარჯვენე აქტივისტს სასამართლოში უჩივლა, რომელიც ბოლო წლებია ავიწროებს, იტყობინება Kick.

გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტი სპორტსმენს ტერორისტების დახმარებაში ადანაშაულებს. სოციალურ ქსელებში ახალგაზრდა ბიჭი, სახელად დემიენ რიე აქვეყნებს განცხადებებს, სადაც ფრანგ ფეხბურთელს პირდაპირ უწოდებს ტერორისტული დაჯგუფების წევრს.

34 წლის სუპერვარსკვლავმა ულტრამემარჯვენე აქტივისტს ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის სასამართლოში უჩივლა.

შეგახსენებთ, ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში ყოფილი თანაგუნდელის, მატიე ვალბუენას შანტაჟის საქმეში დამნაშავედ სცნო, ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა და 75 ათას ევროიანი ჯარიმაც დააკისრა. კარიმი 2015 წელს შუამავლის როლს ასრულებდა და ვალბუენას აიძულებდა, რომ შანტაჟისტებისთვის ფული გადაეხადა, რათა მათ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა არ გაევრცელებინათ.