ავტორიზაცია

გუნდოგანი: "დღეს ადამიანის გულწრფელ მოსაზრებაზე მეტად ლაიქები და კომენტარები ფასობს"

გუნდოგანი: "დღეს ადამიანის გულწრფელ მოსაზრებაზე მეტად ლაიქები და კომენტარები ფასობს"
თარიღი 11 May 2022, 22:16

ილკაი გუნდოგანი თანამედროვე საზოგადოებით უკმაყოფილოა.

„საზოგადოება ახლა არასწორი მიმართულებით მიემართება. ხალხი არ აფასებს შენს კარგ ადამიანობას.

სოცქსელები - დიდი ნაწილია ამისა, მეტიც - 100%. ახლა უფრო მნიშვნელოვანია, რამდენი ლაიქი გაქვს, ვინ დაგიკომენტარებს სურათზე, ვიდრე ადამიანის გულწრფელი მოსაზრება.

მე სულ ვფიქრობ: თავში ნუ აგივარდება. მიწაზე იყავი დაშვებული და თავმდაბლურად მოიქეცი - თუმცა, ზოგჯერ მეჩვენება, რომ ჩვენს დროში ეს არ არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება ბიზნესში გააკეთო.“ - აღნიშნა „სიტის“ ნახევარმცველმა.