ავტორიზაცია

"სადებიუტო სეზონში მასაც გამუდმებით აკრიტიკებდნენ", - იუვეს დირექტორმა ვლაჰოვიჩი იბრაჰიმოვიჩს შეადარა

"სადებიუტო სეზონში მასაც გამუდმებით აკრიტიკებდნენ", - იუვეს დირექტორმა ვლაჰოვიჩი იბრაჰიმოვიჩს შეადარა
თარიღი 12 May 2022, 11:50

"იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა, მაურიციო არივაბენემ ტურინულ გუნდში დუშან ვლაჰოვიჩის ადაპტაციის შესახებ ისაუბრა.

"დუშანზე საუბარი არ არის. "იუვენტუსის" ფეხბურთელებს იბრაჰიმოვიჩის შესახებ ვახსენებ, რომელსაც პირველ წელს გამუდმებით აკრიტიკებდნენ, შემდეგ წელს კი აფეთქდა".

"საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთელს უნდა ენდო და განვითარებაში დაეხმარო. ცხადია, ნიჭიერია, მაგრამ დრო სჭირდება იმის დასამტკიცებლად, რამდენად ღირებულია. თუმცა, ჩემი აზრით, რაღაც უკვე გვიჩვენა", - განუცხადა არივაბენემ Sky Sport-ს.

მოგეხსენებათ, "ბებერმა ქალბატონმა" 22 წლის სერბი ფორვარდი გასულ ზამთარს "იუვენტუსიდან" 82 მილიონ ევროდ იყიდა.

მიმდინარე სეზონში ვლაჰოვიჩმა ყველა ტურნირზე ერთად 43 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.