ავტორიზაცია

"ჩემი პატარა ძმაა", - ობამეიანგმა ბარსელონაში დემბელეს მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

"ჩემი პატარა ძმაა", - ობამეიანგმა ბარსელონაში დემბელეს მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
თარიღი 12 May 2022, 11:55

"ბარსელონას" თავდამსხმელს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს იმედი აქვს, რომ გუნდის გარემარბი, უსმან დემბელე კატალონიურ გრანდში დარჩება.

"ჩემი პატარა ძმაა. პირველივე დღიდან ბევრი დრო გვაქვს ერთად გატარებული", - ციტირებს გაბონელის სიტყვებს Barca Blaugranes.

"როცა "დორტმუნდში" მივედი, მას ცოტა უკვე ვიცნობდი. დროთა განმავლობაში ძმურის ტოლფასი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა".

"ძალიან მიყვარს და სწორედ ამიტომ მიდის ყველაფერი ასე კარგად. მის გამო გახარებული ვარ, არ ვიცი, დარჩება თუ არა, მაგრამ მთელი გულით ვიმედოვნებ, რომ დარჩება", - დასძინა ობამეიანგმა.

მოგეხსენებათ, 24 წლის ფრანგ გარემარბს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება და მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე ჯერ კიდევ არ შეთანხმებულან.