ავტორიზაცია

"საოცრად ნიჭიერია", - გვარდიოლა ჰოლანდის მანჩესტერ სიტიში ტრანსფერს გამოეხმაურა

"საოცრად ნიჭიერია", - გვარდიოლა ჰოლანდის მანჩესტერ სიტიში ტრანსფერს გამოეხმაურა
თარიღი 12 მაი 2022, 12:55

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შეძენაზე განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, "ქალაქელებმა" 21 წლის ნორვეგიელი სუპერვარსკვლავის ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დაადასტურეს.

"კლუბის გადაწყვეტილებამ მომავალზე გათვლილი კარგი ტრანსფერის განხორციელების საშუალება მოგვცა. ერლინგი ჩენთამ მრავალი წლის მანძილზე ითამაშებს, ვიმედოვნებ და მჯერა, რომ ჩვენს გუნდს შესანიშნავად მოერგება".

"კარგ მწვრთნელად ფეხბურთელები გქმნიან. საოცრად ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია, იდეალურ ასაკში მყოფი. დარწმუნებული ვარ, სწრაფად დამკვიდრებაში დავეხმარებით", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports-ი.

შეგახსენებთ, ჰოლანდი "დორტმუნდის" ღირსებას 2020 წლის იანვრიდან იცავდა, მის სანაცვლოდ ბორუსიელებმა "ზალცბურგს" 20 მილიონი ევრო გადაუხადეს.