ავტორიზაცია

ცნობილია თანხა, რომელსაც ბარსელონას ხელმძღვანელობა დე იონგის სანაცვლოდ ითხოვს

ცნობილია თანხა, რომელსაც ბარსელონას ხელმძღვანელობა დე იონგის სანაცვლოდ ითხოვს
თარიღი 12 May 2022, 16:29

გაირკვა თანხა, რომლის სანაცვლოდაც "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ნახევარმცველ ფრენკი დე იონგს გაუშვებს.

25 წლის ჰოლანდიელისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" იბრძვის. აქამდე გავრცელებული ცნობით, "ეშმაკუნები" მას 70-80 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდიან.

თუმცა, როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი წერს, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა დე იონგს 100 მილიონად აფასებს.

"ბარსაში" ფრენკის გაშვება საბოლოოდ გადაწყვეტილი არ აქვთ. თავად ფეხბურთელსაც არ უნდა წასვლა.

მიუხედავად ამისა, კატალონიელთა ბოსებს ესმით, რომ დე იონგის ტრანსფერი კლუბს ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

ასე და ამგვარად, ჰოლანდიელი ნახევარმცველი "ბლაუგრანას" მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ თავად დათანხმდება ტრანსფერს, "ბარსა" კი იმ წინადადებას მიიღებს, რომელიც დააკმაყოფილებს.