ავტორიზაცია

"კალაბურთი მომწონს, NBA-ში საყვარელი გუნდიც მყავს", - ბაჯო სპორტის სხვა სახეობების შესახებ

"კალაბურთი მომწონს, NBA-ში საყვარელი გუნდიც მყავს", - ბაჯო სპორტის სხვა სახეობების შესახებ
თარიღი 12 მაი 2022, 16:58

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, რობერტო ბაჯომ სპორტის სხვა სახეობების შესახებ ისაუბრა.

"ქალთა ფეხბურთი მომწონს. გოლფი მბეზრდება, კალათბურთი მირჩევნია, "ლეიკერსის" გულშემატკივარი ვარ", - ციტირებს ვეტერანის სიტყვებს La Repubblica.

"ფეხბურთი უმაყურებლოდ - ძალიან მოსაწყენია, მატირებს. თამაშებს არ ვუყურებ, თითქმის საერთოდ არ მომწონს".

"ფეხბურთიდან წასვლამ სიცოცხლე და ჟანგბადი დამიბრუნა. ვიხრჩობოდი, ძალიან დიდ ფიზიკურ ტკივილს განვიცდიდი. როცა "ბრეშიადან" სახლში დავბრუნდი, ავტომობილიდან ვერ გადმოვდიოდი, ჩემი ცოლი, ანდრეინა დამეხმარა გადმოსვლაში", - დასძინა ბაჯომ.

მოგეხსენებათ, იტალიის ეროვნული ნაკრების ექს-თავდამსხმელს კარიერის მანძილზე ისეთი კლუბების ღირსება დაუცვია, როგორებიც "ფიორენტინა", "იუვენტუსი", "მილანი" და "ინტერია".