ავტორიზაცია

ბაიერნიდან წასვლა ახლოვდება — ვინ არის ლევანდოვსკის შეძენის მთავარი კანდიდატი?

ბაიერნიდან წასვლა ახლოვდება — ვინ არის ლევანდოვსკის შეძენის მთავარი კანდიდატი?
თარიღი 12 მაი 2022, 17:07

"ბაიერნის" ხელმძღვანელობა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის გაყიდვას დათანხმდეს.

33 წლის ფორვარდისთვის "ბარსელონა" იბრძვის. აქამდე გავრცელებული ცნობით, თავად პოლონელიც დაინტერესებულია კატალონიაში გადასვლით.

მიუნხენური გრანდი მზადაა მოთამაშის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებულ საკითხზე პოზიცია შეარბილოს, წერენ გერმანულ მედიაში.

ლევანდოვსკის უკმაყოფილება ხელმძღვანელობამ და უკვე თანაგუნდელებმაც შეამჩნიეს, ამიტომაც მათი აზრით, რობერტის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედება არ ღირს.

გარდა ამისა, როგორც "ბაიერნში" ფიქრობენ, გამოცდილი ფორვარდის წასვლამ სპორტული თვალსაზრისით შესაძლოა დადებითი გავლენა იქონიოს, რადგან შეტევაში მის გარშემო თამაშის აგება საჭირო არ იქნება.